გატუზო ვერც საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრმა დაითანხმა - იტალიელ სპეციალისტს მხოლოდ ევროპულ კლუბში მუშაობა სურს #1TVSPORT
გატუზო ვერც საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრმა დაითანხმა - იტალიელ სპეციალისტს მხოლოდ ევროპულ კლუბში მუშაობა სურს #1TVSPORT

„ვალენსიის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბს უთხრა უარი, – იუწყება Calciomercato.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, მის დათანხმებას საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრი პირადად ცდილობდა, მაგრამ გატუზოს აზრი ვერც მუჰამედ ბენ სალმანთან დიალოგმა შეაცვლევინა.

აღნიშნავენ, რომ „მილანის“, „ნაპოლის“ „პიზის“, „პალერმოსა“ და „ვალენსიის“ ყოფილ მწვრთნელს მხოლოდ ევროპულ კლუბში სურს მუშაობა და სხვა წინადადებებს არ განიხილავს.