გატაცებული ოპელის მარკის ავტომანქანა სოფელ გომის გზაზე დამწვარი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის გზაზე, გატაცებული ოპელის მარკის ავტომანქანა დამწვარი იპოვეს.
ავტომანქანა სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრს, 80 წლის იური მშვიდობაძეს ეკუთვნოდა. მას გუშინ დილით საკუთარი ავტოფარეხი ცარიელი დახვდა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.