გასული ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა
გასული ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო ავრცელებს.

გალუშჩენკოს თქმით, თავდასხმა მიმართული იყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ.

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების ობიექტები.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განმეორებითი თავდასხმების საფრთხის გამო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.