გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 1 122 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი
გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 1 122 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

უკვე მესამე დღეა გერმანიაში  „კოვიდ-19“ – ით ინფიცირების 1 000 – ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1 122 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა.

რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“- ის 216 196 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 195 ადამიანი.

დატოვე კომენტარი