უკრაინული მედია - გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 19 შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინული მედია - გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 19 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში უკრაინულმა მხარემ საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19-ჯერ დარღვევის ფაქტი დააფიქსირა, დაშავდა ორი უკრაინელი სამხედრო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

შტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან, ნაღმტყორცნებიდან, სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიდან.

დაშავებული უკრაინელი სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცეცხლის გახსნაზე უკრაინის ძალები საპასუხო ცეცხლით რეაგირებდნენ.