გასულ კვირაში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთში დაფიქსირდა
გასულ კვირაში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთში დაფიქსირდა

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ერთ მილიონ ადამიანზე გარდაცვალების მაჩვენებელმა საშუალოდ 16.5 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანეთმა გასულ კვირაში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ჩეხეთს გაუსწრო, სადაც ერთ მილიონ ადამიანზე იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 16.3-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3.5 მილიონს აღწევს. ქვეყანაში პანდემიამ 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დატოვე კომენტარი