გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა
გასულ ღამეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

გვიან ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში.

დედაქალაქში ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა, მათ შორის – შევჩენკოს რაიონში, ზოოპარკის ტერიტორიაზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა შენობა, დაშავებულია სამი ადამიანი.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, დედაქალაქის თავზე მტრის მიერ გაშვებული სამიზნეების უმეტესი ნაწილი განადგურებულია.

„მტერმა კომპლექსური იერიში განახორციელა სხვადასხვა მიმართულებებით, ერთდროულად უპილოტო საფრენი აპარატების, ფრთოსანი რაკეტებისა და, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის რაკეტების გამოყენებით. გაშვებულ იყო მაქსიმალური რაოდენობის რაკეტა დროის უმოკლეს მონაკვეთში“, – აღნიშნა კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.