გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა
გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვზე იერიში განახორციელა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა შენობაში და 27 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.