გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში განახორციელეს

09:41, 19.07.2025

ღამით რუსეთის ძალებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებენ.

ტრუხანოვის ინფორმაციით, ოდესაზე შეტევა 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია სამი ადამიანი.

მსგავსი