გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

10:36, 21.08.2026

გასულ ღამეს რუსულმა დრონებმა ხარკოვის რეგიონში, ლებიაჟიეზე თავდასხმა განახორციელეს.

იერიშის შედეგად დაიწვა სახლები, ოთხი ადამიანი კი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი კერძო სახლი განადგურდა, 20 კი დაზიანდა.

ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსეთის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონით თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა მოლდოვასთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირება.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ტაბაკის საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაზიანდა, რამაც სატრანსპორტო საშუალებების შესვლა შეაჩერა.

მსგავსი