გასულ ათწლეულში რონალდომ და მესიმ უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედმა“
ცნობილი გახდა გასულ ათწლეულში „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ფორვარდების ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი გოლების რაოდენობა.
2010-19 წლებში ორივე ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 704 გოლი გაიტანა. ასეთივე რაოდენობის გოლები აქვს ლონდონის „არსენალს“. აღსანიშნავია, რომ მესიმ და რონალდომ ათწლეულში უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ (688 გოლი) და „ტოტენჰემმა“ (657 გოლი).
ამ სეზონში მესიმ 15 გოლი გაიტანა 18 მატჩში, რონალდომ – 12 გოლი 21 მატჩში.