გასულ 24 საათში ბათუმში კორონავირუსზე 749 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
გასულ 24 საათში ბათუმში კორონავირუსზე 749 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსზე 749 პირი გამოიკვლიეს, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი შვიდი ინფიცირებული, არც ერთ მათგანს პნევმონია არ აღენიშნება.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 28 948 პირს. კარანტინში რჩება 2190 მოქალაქე.