გასტრონომიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კონკურსში ქართველებმა დამკვირვებლის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა
გასტრონომიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კონკურსში ქართველებმა დამკვირვებლის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა

იტალიაში, გასტრონომიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კონკურსში ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატამდე, ევროპის კონტინენტზე ნახევარფინალს იტალიის ქალაქმა ტურინმა უმასპინძლა, ქართული მხრიდან  ამ კონკურსზე პროექტ „გასტრონავტის“ გუნდის წევრები და შეფ-მზარეულები დაესწრნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი გასტრონომიაში სახელწოდებით, Bocuse d’Or ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მას წინ უძღვის საკონტინენტო კონკურსები.

რვათვიანი, მოლაპარაკებების შედეგად ღონისძიებას საქართველოდან დამკვირვებლის ამპლუაში პირველად, „გასტრონავტის“ გუნდი დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს  მსოფლიოში უდიდესი გასტრონომიული კონკურსია, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის სამზარეულოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

გასტრონავტის“ გუნდი  ევროპის ფინალსაც დაესწრება, რომელიც იანვარში ლიონში ჩატარდება.

დღევანდელ შეხვედრაზე  შედგა შეთანხმება, რომ პირველად საქართველოში, ბოკუსდორის შიდა შესარჩევი კონკურსი გაიმართება.

Bocuse d’Or-ის ორგანიზატორებისგან, ლოკალური ღონისძიების ჩატარებისთვის, კონკრეტულ დირექტივების საფუძველზე, შიდა კონკურსი ჩატარდება.

ტურინში კონკურის გამარჯვებული ქვეყნა ნორვეგია გახდა.