ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ატალანტა“ „მაჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ მეტოქის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„მანჩესტერი“ ფენომენალური გუნდია, მიუხედავად იმისა, ექნებათ აღმავლობის პერიოდი თუ რეგრესი და წარუმატებლობა, – ციტირებს გასპერინის სიტყვებს Sky Italia. – გუნდი მდიდარია საუკეთესო ფეხბურთელებით და თამაშის ბედის შემოტრიალება ნებისმიერ ეპიზოდში შეუძლიათ“.
ჯგუფს მანჩესტერული გრანდი ლიდერობს, რომელმაც პირველ შეხვედრაში „ატალანტა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 3:2.