რონალდო „ატალანტასთან“ მატჩზე - ბერგამოში თამაში ადვილი არასდროს არის #1TVSPORT
რონალდო „ატალანტასთან“ მატჩზე - ბერგამოში თამაში ადვილი არასდროს არის #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „მაჩესტერ იუნაიტედი“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრება. მანჩესტერელთა პროტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ მოახლოებული მატჩის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

„ვბრუნდები იტალიაში, ქვეყანაში, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი ასე თბილად მიგვიღო. ეს საოცარი ადგილია, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება.

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ბერგამოში „ატალანტას“ წინააღმდეგ თამაში არადროს არის ადვილი, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა, ჩვენ კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ! იქ ვართ, სადაც ჩვენი ადგილია“.

„იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ პირველი შეხვედრა, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, ინგლისური კლუბის სასარგებლოდ დასრულდა – 3:2 და გამარჯვების მომტანი გოლი 81-ე წუთზე სწორედ რონალდომ გაიტანა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)