გარი კასპაროვმა საერთაშორისო პოლიტიკურ ძალებს მუნდიალის ბოიკოტისკენ მოუწოდა 
გარი კასპაროვმა  საერთაშორისო პოლიტიკურ ძალებს მუნდიალის ბოიკოტისკენ მოუწოდა 

ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა საერთაშორისო პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. ლეგენდარულ დიდოსტატს მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივას რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი უნდა შეუერთდეს.

“როგორც სპორტსმენი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სპორტული ბოიკოტების, რადგან ეს აზარალებს მონაწილეებსა და გულშემატკივრებს. მაგრამ ვემხრობი იმ რეჟიმის პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც მტრული ქმედების უფლებას აძლევს თავის თავს. მოდით, წავართვათ პუტინს ასეთი სასურველი აღიარება და დიდება- მთავრობის წარმომადგენლები არ უნდა დაესწრონ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. ეს ყველას აჩვენებს, რომ მსოფლიო ვეღარ მოითმენს რუსეთის მომდევნო შეტევებს”, – დაწერა კასპაროვმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ბლოგში.

გარდა ამისა, ყოფილმა მოჭადრაკემ ანგელა მერკელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენო არჩევნების მოგება მიულოცა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ უკვე გამოაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა და ისლანდიამ.