გარეტ საუტგეიტი ორდენით დაჯილდოვდა
გარეტ საუტგეიტი ორდენით დაჯილდოვდა

პრინცმა ჩარლზმა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარეტ საუტგეიტს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

ჯილდო ინგლისელ სპეციალისტს საფეხბურთო მიღწევებისთვის გადაეცა. საუტგეიტის ხელმძღვანელობით, ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მივიდა.