ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებას დათანხმდა.
სპეციალისტს ხელფასის 30 პროცენტს ჩამოაკლებენ. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ასევე ინგლისის ჩემპიონატში მონაწილე კლუბები ბჭობენ თავიანთი ფეხბურთელებისთვის ხელფასის მესამედის ჩამოჭრის შესახებ.