გარეტ საუტგეიტი ხელფასის 30 პროცენტით შემცირებას დათანხმდა
გარეტ საუტგეიტი ხელფასის 30 პროცენტით შემცირებას დათანხმდა

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

სპეციალისტს ხელფასის 30 პროცენტს ჩამოაკლებენ. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ასევე ინგლისის ჩემპიონატში მონაწილე კლუბები ბჭობენ თავიანთი ფეხბურთელებისთვის ხელფასის მესამედის ჩამოჭრის შესახებ.