გარეტ საუგეიტს რაინდის წოდებას მიანიჭებენ #1TVSPORT
გარეტ საუგეიტს რაინდის წოდებას მიანიჭებენ #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი რაინდის წოდებას მიიღებს, – წერს გაზეთი The Sun.

მას ამგვარი პატივი ერგება ინგლისის ნაკრების ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაყვანისთვის.

საუტგეიტი შეიძლებოდა უფრო ადრე დაეჯილდოვებინათ, მაგრამ ინგლისის საგადასახადო ორგანობმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაამართლეს მწვრთნელი გადასახადების დამალვის საქმეში.

საუტგეიტი მიიჩნევა ინგლისის ნაკრების ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად სერ ალფ რემზის შემდეგ, რომელმაც გუნდი 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.