გარეტ ბეილი ესპანეთთან ვერ ითამაშებს
გარეტ ბეილი ესპანეთთან ვერ ითამაშებს

დრეს, 11 ოქტომბერს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები უელსთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბრიტანელთა ლიდერი გარეთ ბეილი. როგორც ირკვევა, მადრიდის „რეალის“ შემტევმა ტრავმა „ალავესთან“ შეხვედრაში მიიღო, რომელიც „სამეფო კლუბმა“ ბოლო წამებზე დათმო.

უელსის ნაკრების სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ბეილი ერთა ლიგის შეხვედრაში, რომელშიც 16 ოქტომბერს, უელსი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება, თამაშს შეძლებს.