გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცენზია გააუქმა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცენზია გააუქმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის და ჩხოროწყუს სატყეო უბნების ტერიტორიებზე 2007 წელს 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა.

„გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 190 383,70 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მფლობელის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები და გაუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიანტს ჩამოერთვა ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას.

თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად შეფასდება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მოხდება უმკაცრესი ზომების გატარება“, – აცახდებენ უწყებაში.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცენზიაც გააუქმა.