გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და პლასტმასის ზეგავლენის შემცირების მიზნით რუსთავის №4 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და პლასტმასის ზეგავლენის შემცირების მიზნით რუსთავის №4 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

პლასტმასის გავლენისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რუსთავის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს პლასტმასის მოხმარებით გამოწვეული ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევები და მათი პრევენციის ეფექტიანი გზები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ქცევების დამკვიდრებას.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.

ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და უკვე მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ახალგაზრდებში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.