გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირზე ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირზე ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარი ლეხზირი დაათვალიერეს და არსებული ვითარება შეაფასეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სპეციალისტების ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასების ჩამოშლის შედეგად ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება.

მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში, მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით, მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.

ამ დროისთვის, ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ არსებობს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ პროცესის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.