გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი

24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.