გარემოს ეროვნული სააგენტო – ზაფხულში საშუალო ტემპერატურა მცირედით მაღალი იქნება, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მატება +39, +42 გრადუსამდე
საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი – ნორმაზე ნაკლები ან ნორმის ფარგლებში, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულში, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის მატება დაბლობსა და ბარში +39, +42 გრადუსამდე, მთიან ზონაში + 37, +40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში +33, + 37 გრადუსამდე.
„ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორებიცაა: გვალვა, თბური ტალღები, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა.