გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის რისკების ზრდაზე მიუთითებს

13:47, 23.08.2019

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყეებში ხანძრის წარმოქმნის რისკების ზრდაზე მიუთითებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ – 36-38 გრადუს ტემპერატურას განაპირობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე“, – აცხადებს სააგენტო.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს.

მსგავსი