გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - 3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - 3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსებს პროგნოზით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია, დროგამოშვებით 25 – 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.