გარემოს ეროვნული სააგენტო - გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა, რის საფუძველზეც გატარდება ღონისძიებები
გარემოს ეროვნული სააგენტო - გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა, რის საფუძველზეც გატარდება ღონისძიებები

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ოპერატიულად შეაფასებენ თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლას და მოამზადებენ დასკვნას.

მათივე ცნობით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფანში, ქალაქ თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ჩამოიშალა კლდეზვავი, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული ვითარება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გატარდა გაწმენდითი ღონისძიებები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.