გარემოს ეროვნული სააგენტო - 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე უხვი ნალექი და სეტყვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია, აღინიშნოს თოვლჭყაპი, მდინარეებზე - წყალმოვარდნები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე უხვი ნალექი და სეტყვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია, აღინიშნოს თოვლჭყაპი, მდინარეებზე - წყალმოვარდნები

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ უხვი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია, თოვლჭყაპი აღინიშნოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.