გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 აგვისტოს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 აგვისტოს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.