გარემოს ეროვნული სააგენტო – 5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

14:47, 30.12.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 0, +5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -5, 0 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღის საათებში +10,+15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით კი +11,+13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მსგავსი