გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, რამაც შესაძლოა, გზებზე შეზღუდვები და მოსავლის დაზიანება გამოიწვიოს
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, რამაც შესაძლოა, გზებზე შეზღუდვები და მოსავლის დაზიანება გამოიწვიოს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

„24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

„ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.