გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, ბოტანიკურ ბაღში გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პლატფორმა რეგიონში პირველია, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს მარტივად მიიღოს სასურველი გარემოსდაცვითი ინფორმაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ელექტრონული სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო ეფექტურს გახდის მმართველობას.

მისივე თქმით, ახალი სისტემის შექმნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მცირე მთავრობისა და ელექტრონულ მმართველობის კონცეფციასთან არის დაკავშირებული.

პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და გაერო-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი გაერო-სა და იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.