გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულიდან ბოლო ორ დღეში სარეალიზაციოდ 250 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულიდან ბოლო ორ დღეში სარეალიზაციოდ 250 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებას მარნეულიდან რამდენიმე კომპანია ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სარეალიზაციოდ დაახლოებით 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს. პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. დაცულია სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხორცილდება.

მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების საკითხებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.