გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, კარტოფილის, კაკლოვანი ხილისა და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, კარტოფილის, კაკლოვანი ხილისა და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილისა და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი.

მათივე ცნობით, 2025 წლის მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა სპირტიანი სასმელები (55.9 მლნ აშშ დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები (50.1 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (43.1 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (30.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (30 მლნ აშშ დოლარი) და გადამუშავებული კაკლოვანი ხილი (16.3 მლნ აშშ დოლარი).

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი პროდუქციის ექსპორტზე: კარტოფილის – 38%-ით, კაკლოვანი ხილის – 46%-ით, გადამუშავებული კაკლოვანი ხილის – 93%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების – 30%-ით და მინერალური და მტკნარი წყლების – 17 %-ით. საანგარიშო პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი და აზერბაიჯანი. კაკლოვანი ხილის ექსპორტი 9.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულია 15.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია. გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 16.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 10.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ექსპორტირებულია რუსეთში. უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება 7.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 6.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 43.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.