გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე „საქმიანი ეზოს“ მშენებლობას სოფელ მარტყოფში გაეცნო

10:32, 03.08.2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე „საქმიანი ეზოს“ მშენებლობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო, რომლებსაც წლის ბოლომდე 20-მდე ახალი საქმიანი ეზო დაემატება. ამ ეტაპზე სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში, ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს.

მსგავსი