გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიება „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიება „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ღონისძიება „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ გამართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ამასთნ, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც.

პრეზენტაცია „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ პარლამენტის 10 გამოწვევიდან ერთ-ერთის, გარემო და ეკოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს მოიცავს.

საქართველოს პარლამენტი განაგრძობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ 10 მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას აცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.

მწვანე ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ინიციატივა ოთხ მთავარ კანონპროექტს მოიცავს, რომელიც ეკოგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ პარლამენტის მწვანე ინიციატივები, რომელიც 10 მთავარი გამოწვევის ფარგლებში მოვამზადეთ. გახსოვთ, რომ საშემოდგომო სესიის 10 მთავარი სამუშაო საკითხი და გამოწვევა ჩვენ გავაცანით საზოგადოებას და მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო გარემოს დაცვა და ეკოლოგია. დღეს წარვადგინეთ ეს ინიციატივები, რომლებიც ეხება მწვანე ხაზების შემოღბას, სადაც დაცული იქნება აბსოლუტურად მწვანე და სარეკრეაციო ტერიტორიები. ეხება ტყის კოდექსის განხორციელებას, რომელიც უფრო უკეთ და მყარად იცავს ჩვენი ქვეყნის ტყის რესურსებს, აწესებს მისი რაციონალური გამოყენების რეგულაციებს, ასევე ემისიების კონტროლს, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტულად გარემოსადმი მიყენებული ზიანის წინააღმდეგ რა ზომებსა და რეგულაციებს დააწესებს პარლამენტი.