გარემოს დაცვის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ლუქის დაზიანებაზე ჯარიმები წესდება
გარემოს დაცვის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ლუქის დაზიანებაზე ჯარიმები წესდება

გარემოს დაცვის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ დაზიანებაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას  – 3500 ლარის ოდენობით.