გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - განახლებული „მზიურის“ ტერიტორია მოიცავს დამატებით რამდენი ჰექტარ რეკრეაციულ ზონას, დასასვენებელ და გასართობ სივრცეს
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - განახლებული „მზიურის“ ტერიტორია მოიცავს დამატებით რამდენი ჰექტარ რეკრეაციულ ზონას, დასასვენებელ და გასართობ სივრცეს

თბილისელებისათვის დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე, ვინაიდან დღეს საღამოს განახლებული მზიური ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განახლებული „მზიურის“ ტერიტორია მოიცავს დამატებით კიდევ რამდენი ჰექტარ რეკრეაციულ ზონას და დასასვენებელ სივრცეს.

„ძალიან დიდი სამუშაოა შესრულებული. გარდა იმ ისტორიული ნაწილისა, რომელიც ახსოვს დედაქალაქის მოსახლეობას მზიურის პარკისგან, დამატებით კიდევ რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია, რომელიც გადაიქცა რეკრეაციულ სივრცედ. ეს ტერიტორია კიდევ უფრო დაზიანდა 2015 წლის მოვლენების შემდეგ, დღეს უკვე ის სრულად არის აღდგენილი. ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, დასასვენებელი სარეკრეაციო სივრცეა, სადაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სხვა უბნის მცხოვრებლებს, შეეძლებათ, მოვიდნენ კომფორტულ და ლამაზ გარემოში და დაისვენონ.

რაც შეეხება კონკრეტულ ატრაქციონებს, სრულად განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო ახალი დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო სივრცეები, ასევე დიდი და ლამაზი სკეიტპარკი, რომელიც არც თუ ისე ბევრია დედაქალაქში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სპორტის სახეობით დაკავებულ პირებს შეექმნათ კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.