გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, მდინარე არაგვზე სინჯები აიღეს
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, მდინარე არაგვზე სინჯები აიღეს

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე არაგვზე წყლის სინჯები აიღეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ადგილზე ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა.

20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ამ ეტაპზე სპეციალისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.

კვლევის შედეგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება ინფორმაციას გაეცნოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებენ.