გარემოს დაბინძურებისთვის 4 218 ადამიანი დაჯარიმდა
გარემოს დაბინძურებისთვის 4 218 ადამიანი დაჯარიმდა

„თბილსერვისჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა რვათვიანი მუშაობის შედეგად, გარემოს დაბინძურებისთვის 4 218 ადამიანი დააჯარიმა.

როგორც პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, 4 218 სამართალდამრღვევი პირიდან 1379 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ქვეითმა ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის 4 218 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით – 414 600 ლარი. 4 218 სამართალდამრღვევი პირიდან 1379 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 4083 ფიზიკური და 13 5იურიდიული პირი“, – განაცხადეს „თბილსერვის ჯგუფში“.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

სანქციის ოდენობა ნარჩენების წონის მიხედვით განისაზღვრება. 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება. 2 კილოზე ზევით კი ჯარიმა 150 ლარს შეადგენს. ფანჯრიდან ორ კილომდე ნაგვის გადმოგდებაზე 150-ლარია დაწესებული, უფრო მეტი ნარჩენის შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარს აღწევს. ქვეითი ინსპექტორების მოქმდების არეალი მხოლოდ ცენტრალურ ტერიტორიებზე, სკვერებსა და ტურისტულ ზონებზე ვრცელდება.