„გარეჯობა 2019“-ის მონაწილე 50-მდე მხედარმა დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
„გარეჯობა 2019“-ის მონაწილე 50-მდე მხედარმა დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

საგარეჯოს ცენტრში „გარეჯობა 2019“-ის მონაწილე 50-მდე მხედარი შეიკრიბა. ისინი თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით გაემართნენ, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ხვალ ჩავლენ. ხვალ კი, საზეიმო ღონისძიებას შეუერთდებიან და დაგეგმილ დოღში მიიღებენ მონაწილეობას.

სახალხო დღესასწაული „დავით გარეჯობა“, იგივე „მამადავითობა“, ტრადიციულად ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება.

სახალხო დღესასწაული საგარეჯოს მერიის ინიციატივითა და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სპორტული და გასართობი ღონისძიებები. გარეჯის სტუმრები გაეცნობიან ქართული სამზარეულოს კერძებს, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე.