„გარეჯმა“ საქართველოს თასიდან „დილა“ გააგდო - მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართელოს თასზე 1/16-ფინალის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.
ყველაზე მოულოდნელი შედეგი საგარეჯოში დაფიქსირდა, სადაც ლიგა 2-ის „გარეჯმა“ ეროვნული ლიგის ლიდერი გორის „დილა“ 2:1 დაამარცხა და გათამაშებიდან გამოთიშა. მართალია, ანგარიში გორელთა ლეგიონერმა, აბუბაქარ კონტემ (16) გახსნა, მაგრამ ლევან პაპავამ (59) წონასწორობა აღადგინა, ხოლო კახა კახაშვილმა (83) „გარეჯს“ მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.
1/16-ფინალი
„ორბი – „მეშახტე“ 1:1, 1:4 პენალტებით
„კოლხეთი 2“ (ფ) – „დინამო 2“ თბ 0:1
„არაგვი“ – „სამტრედია“ 0:2
„ვიტ ჯორჯია“ – „თელავი“ 0:1
„გარეჯი“ – „დილა“ 2:1
„სამგურალი 2“ – „გაგრა“ 0:2
„ლოკომოტივი 2“ – „შტურმი“ 3:3, 5:3 პენალტებით
„გარეჯი“ – „დილა“ 2 1
მატჩების შემდეგ დავით ყიფიანის სახელობის საქართელოს თასის გათამაშების 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„სამგურალი“ – „გაგრა“
„დინამო 2“ (თბ) – „ტორპედო“
„გარეჯი“ – „სამტრედია“
„რუსთავი“ – „კოლხეთი“ (ფ)
„ლოკომოტივი“ – „თელავი“
„ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“
„იბერია“ – „დინამო“ (თბ)
„მეშახტე“ – „დინამო“ (ბთ)
1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 27 და 28 ივლისს გაიმართება.