„გარეჯი“ გალიდერდა, „სიონი“ მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT
„გარეჯი“ გალიდერდა, „სიონი“ მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები გამოიწვია.

ბოლნისის „სიონი“ თბილისის „მერანს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე თენგო წიქარიძემ გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე მეორედ თბილისელთა კარი ივანე ხაბელაშვილმა აიღო.

ფოთში, „ფაზისი არენაზე“ „კოლხეთი 1913“-მა „დინამო თბილისი 2“-ს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა მიზანს პირველივე ტაიმში მიაღწიეს. ანგარიში დათა სიჭინავამ გახსნა და შემდეგ დუბლი (22, 44) შეასრულა, ერთიც დავით ზურაბიანმა (24) გაიტანა.

კიდევ ერთი მარცხი განიცადა თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელმაც ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი სტუმართა ცენტრალურმა მცველმა გურამ ადამაძემ (10, 53) გაიტანა.

წარმატებით თამაშობს საგარეჯოს „გარეჯი“, რომელმაც შინ „სპაერი“ 5:0 დაამარცხა და 13 ქულით გათამაშების ლიდერი გახდა. „სიონი“ 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, ხოლო მესამე ადგილს 9-9 ქულით „დინანი 2“ და „სპაერი“ ინაწილებენ.

ეროვნული ლიგა2. ტური 5

კოლხეთი 1913 – დინამო-2 თბ 3:0

ვიტ ჯორჯია – მერანი მრ 1:1

ლოკომოტივი – კოლხეთი ხობი 0:2

გარეჯი – სპაერი 5:0

მერანი თბ – სიონი 0:2