„გარდიანის“ ინფორმაციით, ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება
გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა და სამთავრობო კოალიცია დაიშალა.
ახალი არჩევნების დანიშვნამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიკ სხოოფი იქნება.