„გარდიანის“ ინფორმაციით, ისრაელის მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით აიცრა
„გარდიანის“ ინფორმაციით, ისრაელის მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით აიცრა

ისრაელში მოსახლეობის ნახევარმა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის 50.7-მა პროცენტმა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, 55,96-მა პროცენტმა კი პირველი დოზა.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ვაქცინაციის ფონზე ქვეყანაში ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, გაიხსნა სკოლები, აეროპორტები.

ისრაელში ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 85 პროცენტით შემცირდა, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 85 პროცენტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 830 515 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 157 ადამიანი.