„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, სავიზო პოლიტიკის შემსუბუქებას გეგმავს
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, სავიზო პოლიტიკის შემსუბუქებას გეგმავს

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, სავიზო პოლიტიკის შემსუბუქებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დეიფიციტური პროფესიების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რათა შესაბამისი ვაკანსიები შევსებული იქნეს უცხოელი მუშახელით, ამისთვის კი უნდა გამარტივდეს ბიუროკრატია.

გამოცემის ცნობით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ სავიზო სისტემა გამოცდილი მუშახელისთვის ზედმეტად მკაცრია, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას.

„გარდიანის“ ინფორმაციით. შესაძლოა, ქვეყანაში მაქსიმალური ყოფნის ვადა ექვს თვეზე დიდი ხნით გახანგრძლივდეს. გამოცემა წერს, რომ მთავრობა საემიგრაციო პოლიტიკის ახალ გეგმას სავარაუდოდ წლის ბოლოს წარადგენს.