„გარდიანი“ – „ტესლას“ ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში გასულ თვეში თითქმის განახევრდა, რაც ამერიკელი ავტომწარმოებლის ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს
CORTE MADERA, CALIFORNIA - DECEMBER 20: A Tesla Cybertruck is displayed at a Tesla dealership on December 20, 2024 in Corte Madera, California. Electric car maker Tesla is recalling 700,000 vehicles over a tire pressure warning system that could fail to warn drivers of low tire pressure. 2024 Cybertrucks, 2017-2025 Model 3 and 2020-2025 Model Y are being recalled. (Photo by Justin Sullivan/Getty Images)
„ტესლას“ ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში გასულ თვეში თითქმის განახევრდა, რაც ამერიკელი ავტომწარმოებლის ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„გარდიანის“ ცნობით, ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების თანახმად, ავტომწარმოებელმა ევროპაში იანვარში 9,945 ავტომობილი გაყიდა, რაც 45%-ით ნაკლებია შარშანდელ 18,161-თან შედარებით. „ტესლას“ წილი ბაზარზე 1.8%-დან 1%-მდე შემცირდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი, შესაძლოა, პოლიტიკაში ილონ მასკის აქტიური ჩართვა იყოს.