გარდიანი - ტერეზა მეი გეგმავს, ბრექსიტის შეთანხმება პარლამენტის წინაშე მეოთხედ წარადგინოს
გარდიანი - ტერეზა მეი გეგმავს, ბრექსიტის შეთანხმება პარლამენტის წინაშე მეოთხედ წარადგინოს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი გეგმავს, რომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება პარლამენტის წინაშე მეოთხედაც წარადგინოს . ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს.

რიგით მესამე კენჭისყრა პარლამენტში გუშინ გაიმართა, თუმცა შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.

კენჭისყრის შედეგი ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილ ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან შეთანხმებით გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ოფიციალური ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს.